დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, „კონსერვატიული პარტიის“ ლიდერის, ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისთვის უნდობლობის გამოცხადებას უყრიან კენჭს.
კენჭისყრას მხარი ჯონსონის სულ მცირე 54-მა თანაპარტიელმა დაუჭირა, რაც კანონის თანახმად, საკმარისია იმისთვის, რომ ეს საკითხი კენჭისყრაძე დამდგარიყო.
ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტიის“ გარდა, ბრიტანელი კონსერვატორების ნაწილიც მიიჩნევს, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს
2021 წლის ბოლოს, კორონავირუსის პანდემიის დროს გამართული წვეულებით ე.წ. ლოკდაუნის წესების დარღვევის გამო, კონსერვატორების ნაწილი და ოპოზიციური „ლეიბორისტული პარტია“ თვლის, რომ ჯონსონმა თანამდებობა უნდა დატოვოს.