„ბორჯომის“ აქციონერი სახელმწიფო გახდება - ირაკლი ღარიბაშვილი

„ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი“, - შესაბამისი განცხადება პრემირ-მინიტრმა მთავრბის სხდომაზე გააკეთა.

„ეკონომიკის სამინისტრომ დააასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე, მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერები გავხდებით ჩვენ, სახელმწიფო გახდება ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი, ამით მოგვარდება ეს პრობლემა. ვიცი, რომ მანამდე გარკვეული სირთულეები არის. იქ დასაქმებულები აპროტესტებენ... დღეს მქონდა საუბარი ზურაბ აზარაშვილთან და მისი დავალებით საქმეში არის ჩართული შრომის ინსპექცია. მინდა ვუთხრა ყველას ვუთხრა, რომ არცერთი ჩვენი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით. ყველაფერი ისე მოგრავდება, როგორც საჭიროა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.