ილია დარჩიაშვილი:  პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

"საქართველოს ყველა პარტნიორი აღიარებს შედეგებს, რომელიც ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე აქვს მიღწეული. პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას", - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განცხადა.

"აქტიურად ვმუშაობთ შესაბამის სკეპტიკურ ქვეყნებთან, რომ მათ დავანახოთ შესაძლებლობები, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ შექმნა აქტიური რეფორმების დღის წესრიგით და ის მოლოდინები, რომელიც გვაქვს, მოლოდინები, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს ევროპულ ხვალინდელ დღეზე.

ყველა პარტნიორი, რა თქმა უნდა, აღიარებს იმ შედეგებს, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენმა ქვეყანამ ბოლო წლებში დადო და ეს პროცესი მომავლში გაგრძელდება. ჩვენი პარტნიორები ორმხრივ ფორმატებში აღიარებენ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ჩვენ მათთან ვსაუბრობთ, როგორ დავაჩქაროთ ეს პროცესი“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ:

ევროკავშირის წევრობამდე ძალიან დიდი და რთული გზაა გასავლელი - პრემიერი