როგორ იცვლებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო ბრუნვა, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ

სავაჭრო ბრუნვამ 2022 წლის იანვარ - აპრილში საქართველოსა და ევროკავშირს შორის მილიარდს გადააჭარბა და $ 1,111,267.3 შეადგინა. საქსტატის მიერ Europetime-სთვის მოწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოდან ევროკავშირში იანვარ-აპრილში $275,050.0 ღირებულების პროდუქცია გავიდა, ხოლო ადგილობრივ ბაზარზე $836,217.3 ღირებულების პროდუქტი იმპორტირდა

სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირთან 2015-2021 წლები [საქსტატის მონაცემები]

  • 2015 წელი - $ 2,614,338.2 მილიონი;
  • 2016 წელი - $ 2,634,699.8 მილიონი;
  • 2017 წელი - $ 2,768,494.5 მილიონი;
  • 2018 წელი - $ 3,165,997.7 მილიონი;
  • 2019 წელი - $ 3,110,236.8 მილიონი;
  • 2020 წელი - $ 2,546,970.7 მილიონი;
  • 2021 წელი - $ 3,031,548.3 მილიონი;

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვამ $3 მილიარდს, 2018, 2019, 2021 წელს გადააჭარბა. ყველაზე მაღალი ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა 2018 წელს იყო და $3,165,997.7 მილიონი შეადგინა. 

საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტი 2015-2021 წლები 

  • 2015 წელი -  $ 623,280.2 მილიონი;
  • 2016 წელი  - $ 550,474.2 მილიონი;
  • 2017 წელი  - $ 642,229.5 მილიონი;
  • 2018 წელი -  $ 712,859.6 მილიონი;
  • 2019 წელი    $ 805,749.2  მილიონი;
  • 2020 წელი    $ 696,768.3  მილიონი;
  • 2021 წელი    $ 717,143.0  მილიონი;

რაც შეეხება ექსპორტის მონაცემებს, საქსტატის თანახმად, ყველაზე მეტი ღირებულების პროდუქცია საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე 2018, 2019 და 2021 წელს გავიდა. 2019 წელს ექსპორტის მაჩვენებელმა 800 მილიონს გადააჭარბა.  

რას ყიდის საქართველო ევროკავშირში -  TOP 10 პროდუქტი

მადნები და კონცენტრატები სპილენძის -  $119,479.1 (44,907.1 ტონა)

თხილი და სხვა კაკალი $ 21,061.7 - (4,228.9 ტონა)

ფეროშენადნობები  $ 16,544.0 (9,574.2 ტონა);

სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი- $14,455.9  (27,373.6 ტონა);

მსუბუქი ავტომობილები (ცალი)    $12,996.4 (272 ტონა);

ყურძნის ნატურალური ღვინოები (ლიტრი) $10,981.0 (3,554,933  ლიტრი); 

მზა ნაწარმი სხვა, ტანსაცმლის თარგების ჩათვლით  - $ 7,555.7 (2,170.7  ტონა);

ეთილის სპირტი არადენატურირებული - $ 7,342.9 (2,293,804 ტონა);

ნარჩენები და ჯართი ძვირფასი ლითონები -$ 4,993.8   (31.7  ტონა);

ნარჩენები და ჯართი სპილენძის - $3,507.5 (393.8 ტონა);

დანარჩენი საქონელი -  $56,132.0


საქართველომ და ევროკავშირმა 2014 წლის 27 ივნისს ბრიუსელში ევროპული საბჭოს შეხვედრის ფარგლებში ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომელიც ასევე მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.