გაეროს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა კრემლი განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ კვების მარაგების რაკეტებად გამოყენებაში დაადანაშაულა. მიშელმა მილიონობით ტონა უკრაინული მარცვლეულის ბლოკირება იგულისხმა.
„რუსეთის ომის დრამატული შედეგები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს ზრდის საკვების ფასებს, უბიძგებს ხალხს სიღარიბისკენ და დესტაბილიზაციას იწვევს მთელ რეგიონში. ამ სასურსათო კრიზისზე მხოლოდ რუსეთი არის პასუხისმგებელი, მხოლოდ რუსეთი“, - განაცხადა მიშელმა გაეროს შტაბ-ბინაში, ნიუ-იორკში გამოსვლისას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა უარყო რუსეთის პრეტენზია, რომ დასავლეთის სანქციებია დამნაშავე სასურსათო კრიზისში, მას „დეზინფორმაცია" უწოდა და განაცხადა, რომ ევროკავშირს არ დაუწესებია სანქციები რუსეთის სოფლის მეურნეობის სექტორზე.
„კრემლი მარცვლეულს იპარავს უკრაინაში და სხვებს ადანაშაულებს. ეს არის სიმხდალე. ეს არის პროპაგანდა“, - განაცხადა მიშელმა.
ამ კომენტარებმა გაეროში რუსეთის ელჩის უკმაყოფილება გამოიწვია და შეხვედრა დატოვა.
„შეგიძლიათ, დატოვოთ დარბაზი, იქნებ, უფრო ადვილია, არ მოუსმინოთ სიმართლეს, ბატონო ელჩო“, - მიმართა მიშელმა რუსეთის ელჩს.