ბიტკოინის ფასი $30 000-იან ნიშნულს ჩამოსცდა

ბიტკოინის ფასი $30,000-ს ჩამოსცდა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ყველაზე დაბალი ნიშნულია. წერს Bloomberg. 

ბიტკოინის ფასი 7.1%-ით შემცირდა და $29,209-მდე დაეცა, ეს 30 მაისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია. შემცირდა სხვა მონეტების ფასებიც, ეთერიუმის ფასი 7.3%-ით დაეცა $1,725-მდე, Avalanche-ის ფასი კი 9.3%-ით.

2021 წლის გაზაფხულზე ბიტკოინის ფასი $60 ათასს მიუახლოვდა. 

ბიტკოინის ფასი თავდაპირველად 1 ცენტზე ნაკლები იყო, 2017 წლის დეკემბერში კი მისმა ღირებულებამ $20 000-ს გადააჭარბა. 2021 წლის 2 ნოემბერს ბიტკოინი 13 წლის გახდა.


Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში, კიბერუსაფრთხოების ექსპერტმა და ამ მიმართულებით უკრაინის რადას ყოფილმა მრჩეველმა ლადო სვანაძემ განაცხადა, რომ მოსალოდნელი იყო ბიტკოოინის ფასის ვარდნა. 

ექსპერტი, ზოგადად ბიტკოინსა და სხვა ელექტრონულ ვალუტებზე ფასის მოსალოდნელ ვარდნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციებსა და კრიპტობაზარზე მიმდინარე ტენდენციებს უკავშირებს. მასალას გაეცანით ამ ბმულზე.