ევროპარლამენტი მიიჩნევს, რომ ევროკავშირმა უკრაინას ასოციაციის წევრობის კანდიდატის სტატუსი უნდა მიანიჭოს. ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტარებმა ოთხშაბათს, 8 ივნისს, სტრასბურგში პლენარულ სხდომაზე მიიღეს. რეზოლუციას მხარი 438-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ – 65-მა, ხოლო 94-მა თავი შეიკავა, იუწყება DW.
- ასოცირების შეთანხმებიდან კანდიდატის სტატუსობამდე - გზავნილები ევროპარლამენტიდან
- ევროპარლამენტი ევროკავშირის ლიდერებს რეკომენდაციით მიმართავს, რომ უკრაინას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ - უკრაინული მედია
DW ცნობით, ადრე ევროპარლამენტმა მხოლოდ მოუწოდა ევროკავშირს „ემუშავა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიმართულებით“. მიმდინარე რეზოლუციაში ასევე ნახსენებია „მოლდოვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებები“. ამ ქვეყნებმა, განაცხადები უკრაინის შემდეგ შეიტანეს. თუმცა, მოქმედ რეზოლუციაში მათთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ არის.
უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო 23-24 ივნისს დაგეგმილ სამიტზე მიიღებს.
28 თებერვალს უკრაინის პრეზიდენტმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს მოაწერა ხელი. უკრაინამ განაცხადი ქვეყანაში რუსეთის შეჭრის და სრულმასშტაბიანი ომის ფონზე გააკეთა.