აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თვის ბოლოს ევროპას ეწვევა G7-ისა და NATO-ს სამიტებში მონაწილეობის მისაღებად, სადაც რუსული აგრესიის ფონზე უკრაინის მხარდაჭერის საკითხებს განიხილავს. ამის შესახებ თეთრი სახლის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
„პრეზიდენტი და „დიდი შვიდეულის“ ლიდერები განიხილავენ მეტ-ნაკლებად აქტუალურ გლობალურ პრობლემებს, მათ შორის, „დიდი შვიდეულის“ ურყევ მხარდაჭერას უკრაინისადმი, ეკონომიკისა და დემოკრატიის მდგრადობას, კლიმატური კრიზისის დაძლევას, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ჯანდაცვის გლობალურ უსაფრთხოებას, ასევე სასურსათო და ენერგეტიკული კრიზისს, რუსეთის დამპყრობლურ ომს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
გარდა ამისა, NATO-ს სამიტზე მადრიდში ლიდერები მხარს დაუჭერენ სტრატეგიულ კონცეფციას, რომელიც ალიანსის ტრანსფორმაციას მართავს უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით.
„დიდი შვიდეულის“ ლიდერების შეხვედრა გერმანიაში 26-28 ივნისსაა დაგეგმილი. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტს კი, მადრიდი 28-30 ივნისს უმასპინძლებს.