საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან აქციაზე 3 სამი პირი დააკავეს

საქართველოში ლიეტუვის საელჩოსთან აქციაზე ლოზუნგით: „არა ევროსოდომს საქართველოში!“  3 სამი პირი დააკავეს.

როგორც ცნობილია, დაკავებულებს შორის ალტ-ინფოს წევრები გურამ და ალექსანდრე ფალავანდიშვილები არიან. აქციის მონაწილეების დაკავება ევროკავშირის დროშის დახევის მცდელობას მოჰყვა.

აქციის მონაწილეებს ადგილზე ანტიდასავლური შინაარსის პლაკატები ჰქონდათ მიტანილი.

Europetime შინაგან საქმეთა სამინისტროში დამატებითი დეტალების გარკვევას ცდილობს.


ასევე წაიკითხეთ:

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, აქციაზე დაკავებული "ალტ-ინფოს" წევრები ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდნენ