ვიოლა ფონ კრამონი: ჯერ კიდევ რჩება დრო, ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ

„ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, - მიმართავს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ქართველ პოლიტიკოსებს.

„ჩვენ, საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ რჩება დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა მდგომარეობის გაუმჯობესება დაიწყონ. შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“, -აღშნიან კრამონმა.

ევროპარლამენტის რეზოლუციას მხარი 308 ევროპარლამენტარმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 218 ევროდეპუტატი.