აშშ მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, დემოკრატიული რეფორმები არის გზა ამ მიზნის მისაღწევად - კარა მაკდონალდი

დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების პირადად შესასწავლად, სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი საქართველოს მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებს შეხვდა.

ამერიკის საელჩოს ოფიციალური ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებები საქართველოში.

კარა მაკდონალდმა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი აშშ-ის მტკიცე ერთგულების შესახებ განაცხადა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ დემოკრატიული რეფორმები არის გზა მათ მისაღწევად.