სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე კარა მაკდონალდი თბილისში ვიზიტისას საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდა, რათა განეხილა გამოწვევები და შესაძლებლობები, საქართველოს დემოკრატიის განვითარების 30-წლიანი პარტნიორობის გზაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.
„ადამიანის უფლებები აშშ-ის საგარეო პოლიტიკის გულშია. ამ საყოველთაო ფუნდამენტური უფლებების აღსრულების მხარდაჭერაში, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის, საქართველოს ერთგული ვრჩებით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის საელჩოს განცხადებით, კარა მაკდონალდი კიდევ ერთხელ დაადასტურებს შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ და ხაზს უსვამს, რომ დემოკრატიული რეფორმები არის მათი შემდგომი გზა. დაგეგმილია კარა მაკდონალდის შეხვედრები ხელისუფლების წარმომადგენლებთან და ოპოზიციის ლიდერებთან. მისი ვიზიტი 13 ივნისამდე გრძელდება. საქართველოში ჩამოსვლამდე, კარა მაკდონალდი ვიზიტით სომხეთში იმყოფებოდა.