აშშ-ს ფინანსურმა დეპარტამენტმა, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, 2 ივნისს სანქციები დააწესა Severstal-ის მთავარი აქციონერის ალექსეი მორდაშოვის, მისი ოჯახის წევრებისა და მის მიერ კონტროლირებადი კომპანიების წინააღმდეგ. სანქციების ქვეშ მოექცა ფოლადის მწარმოებელი Severstal-ი და ოქროს მომპოვებელი Nord Gold-ის.
ამის შემდეგ მოსკოვის ბირჟაზე Severstal-ის აქციები 15%-ით დაეცა და ვარდნა 3 ივნისს განაგრძო. მათ მოჰყვა ფასის ვარდნა სხვა მსხვილი მეტალურგიულ კომპანიების აქციებზე.
2 ივნისს ვაჭრობის დაწყებასთან შედარებით MMK-ის აქციები 10%-ით, NLMK-5%-ით, Severstal-ის 22%-ით დაკლებულია.
Severstal-მა Forbes-თან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. ამავდროულად, კომპანიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ იგი აღარ მუშაობს ევროკავშირთან, შეერთებულ შტატებთან და დასავლეთის სხვა ქვეყნებთან ევროკავშირის მიერ მორდაშოვისთვის დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.