აზერბაიჯანმა ბუნებრივი აირის ექსპორტი 2022 წლის იანვარ-მაისში 27 პროცენტით გაზარდა. ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა ფარვიზ შაჰბაზოვმა Twitter-ზე დაწერა.
მინისტრმა თავის პუბლიკაციაში აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში გაზის წარმოების მოცულობამ 19,6 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა.
„ექსპორტმა შეადგინა 9,4 მილიარდი კუბური მეტრი, რაც მთლიანი რაოდენობის 47 პროცენტზე მეტია. გაზის ექსპორტიდან 48 პროცენტი (4,51 მილიარდი კუბური მეტრი) ევროპაში, 38 პროცენტი (3,57 მილიარდი კუბური მეტრი) თურქეთში და 14 პროცენტი (1 32 მილიარდი კუბური მეტრი) - საქართველოში გავიდა. 2022 წლის იანვარ-მაისში გაზის წარმოება 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15,3 პროცენტით გაიზარდა“, - დაწერა სოციალურ ქსელში აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის.
ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა.
TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება.
რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს.
„2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.