2022 წლის იანვარ-მარტში, 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თურქეთიდან საქართველოში ტანსაცმლის ექსპორტი 30,9%-ით გაიზარდა და $51,3 მილიონი შეადგინა. ინფორმაციას თურქეთის ვაჭრობის სამინისტრო ავრცელებს.
მაისში თურქეთიდან ტანსაცმლის ექსპორტი 12,8%-ით გაიზარდა, 2021 წელს ეს მაჩვენებელი $8,5 მილიონი იყო. ამასთან, 2022 წლის იანვარ-მაისში მზა ტანსაცმლის ექსპორტი თურქეთიდან 15,8%-ით გაიზარდა და $8,8 მილიარდი შეადგინა.
2022 წლის მაისში თურქეთმა ექსპორტზე $1,3 მილიარდის მზა ტანსაცმელი გაიტანა, რაც 2021 წლის მაისის მაჩვენებელზე 3%-ით მეტია.