თურქეთი უცხოელებისთვის ბინადრობის კვოტებს აწესებს

თურქეთის ხელისუფლება ქალაქებში მცხოვრები უცხოელი მოქალაქეებისთვის კვოტას ამცირებს. ამის შესახებ რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა.

„1-ელი ივლისიდან ქალაქში მცხოვრები უცხოელების წილი 25%-დან 20%-მდე შემცირდება. სულ მცირე 1200 ტერიტორია დაიკეტება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის [ამჟამინდელი კვოტის გადამეტების გამო]“, - ციტირებს Yeni Safak.

ამასთან, რესპუბლიკის შსს-ს ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქალაქებში ვეღარ შეძლებენ უცხოელები ცხოვრებას. პირველად, უცხოელებზე ბინადრობის ნებართვის გაცემის კვოტების შემოღება თებერვალში დაფიქსირდა.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ეს გადაწყვეტილება მიღებული იყო სირიელი ლტოლვილების გაზრდილ ნაკადთან დაკავშირებით, რომლებიც ძირითადად დამასკოდან გარბიან.