ევროპის რამდენიმე დედაქალაქში ჩატარდა ომის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. პროტესტი ძირითადად, რუსი ემიგრანტების მიერ იყო ორგანიზებული. აქცია ლონდონში, ვარშავაში, ბერლინში, ჰელსინკიში, პარიზში, პრაღაში, ვენაში და თბილისშიც გაიმართა.
კიევში აქტივისტებმა რუსეთის ფედერაციის ყოფილი საელჩოს შენობაზე ტილო წარწერით - „რუსეთის ბოლო დღე“ ჩამოკიდეს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დამარცხებას უსურვებს. ლატვიელი დიპლომატი რუსეთს ასევე უსურვებს, უარი თქვას თავის იმპერიულ ამბიციებზე.
„რუსეთი აღნიშნავს თავის დღესასწაულს, მე ვუსურვებ დამარცხებას უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში, იმპერიულ ამბიციებზე უარის თქმას და საბოლოოდ, თანამედროვე და დემოკრატიული ქვეყნის შექმნას", - წერს რინკევიჩსი.