ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა NATO-ს წევრობაზე უარს იტყვის, თუ მასთან ერთად ამ სტატუსს შვედეთიც არ მიიღებს. ამის შესახებ უკრაინული მედია Helsingin Sanomat-ზე დაყრდნობით წერს.
NATO-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საული ნიინისტოს ჰკითხეს, განაგრძობს NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადის წინ წაწევას, იმ შემთხვევაში, თუ შვედეთის განაცხადის განხილვა გადაიდება ან ეს ქვეყანა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე უარს მიიღებს.
„შვედეთში ამბობენ, რომ ფინეთის საქმე ჩვენია. მე ვამბობ, რომ შვედეთის საქმე ჩვენია. ჩვენ ხელიხელჩაკიდებულები ერთად ვმოძრაობთ“, - განაცხადა ნიინისტომ.
მედიაში გავრცელებული ცნობებით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა მაგდალენა ანდერსონმა თავდაცვის მინისტრი პიტერ ჰულტკვისტი დაკავებული თანამდებობიდან უნდა გაათავისუფლოს.
თურქეთი ოფიციალურად ითხოვს:
- შვედეთმა და ფინეთმა გააუქმონ იარაღის ექსპორტზე დაწესებული აკრძალვა.
- ფინეთმა და შვედეთმა შეწყვიტონ ქურთისტანის მუშათა პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციად თვლის
არაოფიციალური ცნობებით, პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ფინეთისა და შვედეთის NATO-ში გაწევრიანებაზე დადებული ვეტოთი, იმედოვნებს, რომ აშშ თვითმფრინავების გაყიდვისა და თურქეთისთვის რუსული S-400-ების შეძენაზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით დათმობაზე წავა.
რას ნიშნავს თურქეთის უარი და როგორ უნდა მიაღწიოს NATO-მ კონსენსუსს ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებაზე, ნახეთ Europetime-ს სტატია.