უკრაინის ახალი ელჩი პოლონეთში ჩავიდა

უკრაინის ახალი ელჩი პოლონეთში ვასილ ზვარიჩი დიპლომატიურ მისიას იწყებს.

„გამარჯობა პოლონეთიდან! ჩვენ მივედით გადაწყვეტილებამდე, რომ ვიმუშაოთ 24/7 უკრაინა-პოლონეთის მეგობრობის გასაძლიერებლად! პოლონეთთან ერთად უფრო ძლიერები ვართ და ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ! მადლობა უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის“, - წერს დიპლომატი.

ზვარიჩმა შეცვალა ანდრეი დეშჩიცია, რომელიც უკრაინის ელჩი 2014 წლის 13 ოქტომბრიდან იყო. 

უკრაინის პრეზიდენტმა ბრძანებულებას პოლონეთში ელჩად ზვარიჩის დანიშვნის შესახებ, 8 თებერვალს მოაწერა ხელი. მას საელჩოებში - პოლონეთში (ორჯერ), თურქეთსა და შეერთებულ შტატებში მუშაობის გამოცდილება აქვს.