სტოკჰოლმის მშვიდობის საკითხების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის (SIPRI) ანგარიშის თანახმად, მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკმა მაქსიმუმს მიაღწია.
ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს, მსოფლიოში დაახლოებით 2000 ქობინი იყო მაღალ მზადყოფნაში, თითქმის ყველა მათგანი ეკუთვნოდა რუსეთის ფედერაციას ან შეერთებულ შტატებს. თუმცა ექსპერტები იმასაც აცხადებენ, რომ 2021 წელს ბირთვული ქობინების რაოდენობა ოდნავ შემცირდა. SIPRI-ის ცნობით, „ბირთვული კლუბის“ ყველა ძალა - რუსეთი, შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, ისრაელი და ჩრდილოეთ კორეა აპირებენ, გაზარდონ ქობინების რაოდენობა უახლოეს წლებში.
„უკრაინაში ომმა, რომელიც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დიქტატორულმა რეჟიმმა გააჩაღა, ბირთვულ ძალებს შორის დაძაბულობა გაამძაფრა. ამრიგად, დღეს მსოფლიოში ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი უმაღლეს დონეს მიაღწია ცივი ომის შემდეგ“, - წერია ანგარიშში.
ვილფრედ ვანგმა, SIPRI-ის მასობრივი განადგურების იარაღის პროგრამის დირექტორმა განაცხადა, რომ მსოფლიოს ყველა ბირთვული ძალა შექმნის ან განაახლებს არსენალს.