„დასავლეთით, ჩვენ ვხედავთ, რომ პეკინი აგრძელებს პოზიციის გაძლიერებას საზღვრის გასწვრივ, რომელსაც ის იზიარებს ინდოეთთან. ინდო-წყნარი ოკეანის ქვეყნები საზღვაო პოლიციის მხრიდან“ პოლიტიკური დაშინების, ეკონომიკური იძულების ან შევიწროების წინაშე არ უნდა აღმოჩნდნენ. თავდაცვის დეპარტამენტი შეინარჩუნებს თავის აქტიურ ყოფნას ინდო-წყნარი ოკეანის მასშტაბით“, - ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა სინგაპურის კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ის პოლიტიკა უცვლელი და ურყევია.
„ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს, შევინარჩუნოთ სტატუს კვო, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა ამ რეგიონს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: ჩვენ მტკიცედ ვრჩებით ერთგული ერთი ჩინეთის პოლიტიკის მიმართ, რომელიც ხელმძღვანელობს ტაივანის ურთიერთობების აქტით, სამი ერთობლივი კომუნიკითა და ექვსი გარანტიით. ჩვენ კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით სტატუს კვოს ნებისმიერ ცალმხრივ ცვლილებას ორივე მხრიდან. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ პრინციპის უკან, რომ სრუტეებს შორის არსებული უთანხმოება მშვიდობიანი გზით უნდა გადაწყდეს“.
ოსტინის თქმით, ჩინეთმა უნდა იმოქმედოს შესაბამისად.
„ჩვენ ვხედავთ პროვოკაციული და დესტაბილიზაციის გამოწვევი სამხედრო აქტივობების მუდმივ ზრდას ტაივანის მახლობლად. ჩვენ კვლავ ვართ ორიენტირებული ტაივანის სრუტეზე მშვიდობის, სტაბილურობისა და სტატუს კვოს შენარჩუნებაზე. მაგრამ [ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის] ნაბიჯები საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებას, სტაბილურობას და კეთილდღეობას ინდო-წყნარ ოკეანეში. ეს გადამწყვეტია ამ რეგიონისთვის და გადამწყვეტია ფართო მსოფლიოსთვის. მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება ტაივანის სრუტეზე მხოლოდ აშშ-ის ინტერესი არ არის. ეს საერთაშორისო შეშფოთების საკითხია“, - აღნიშნა ლოიდ ოსტინმა.
მისივე განცხადებით, შეერთებულ შტატებს არ სურს კონფლიქტი ან დაპირისპირება, შეერთებულ შტატებს არ სურს ახალი ცივი ომი ან მტრულ ბლოკებად დაყოფილი რეგიონი.
„ჩვენ დავიცავთ ჩვენს ინტერესებს შეშფოთების გარეშე, მაგრამ ჩვენ ასევე ვიმუშავებთ ჩვენი ხედვის მიმართულებით, ამ რეგიონისთვის, უსაფრთხოების გაფართოებისა და არა მზარდი დაყოფის მიზნით. კვლავ მჯერა, რომ დიდი ძალებიბ გრძნობენ დიდ პასუხისმგებლობას. ამიტომ, ჩვენ გავაკეთებთ ჩვენს წილს ამ დაძაბულობის პასუხისმგებლობით მართვისთვის. - კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად და მშვიდობისა და კეთილდღეობის მისაღწევად“, - აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივანმა.