ლევან დავითაშვილი: კომპანია „ბორჯომში“ სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია

"საქართველოს კომპანია „ბორჯომში“ აქციების 7.73% ექნება, ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება. კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია", - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

"“ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და 1 104 აქცია საქართველოს სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადმოეცა.

მმართველობაში სახელმწიფო, როგორც მოგახსენეთ, წარმოდგენილი იქნება ერთი ხმის უფლების მქონე დირექტორით, რომელიც ასევე იქნება მმართველთა საბჭოს ხელმძღვანელი, დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი, კონკრეტულად მას ექნება წარმმართველი როლი. ორი დირექტორი ეყოლება „ერასმონი ლიმიტედს“, ორი დირექტორი მეორე მსხვილ აქციონერს „Black Waters Limited-ს“ და ერთი აქციონერი, რომელიც გადამწყვეტი ხმის მქონეა, ეს არის დირექტორთა საბჭოს წევრი და მას წარმოადგენს სახელმწიფო. შესაბამისად, კომპანიაში სრული კონტროლის დამყარება სახელმწიფოს შეუძლია“, - განაცხადა დავითაშვილმა.


ასევე წაიკითხეთ:

IDS BORJOMI სახელმწიფოს კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს