ბიტკოინმა ორშაბათს ვარდნა დაიწყო მას შემდეგ, რაც მსხვილმა ამერიკულმა კრიპტოკრედიტორმა Celsius Network-მა შეაჩერა გაცვლა და ანგარიშიდან ანგარიშზე გადარიცხვები. ამის შესახებ Reuters წერს.
Celsius Network -მა გაცლა და გადარიცხვები „ექსტრემალური საბაზრო პირობების“ გამო შეაჩერა. Celsius Network-ის განაცხადის შემდეგ, კრიპტოვალუტების კაპიტალიზაცია $1 ტრილიონამდე დაეცა, როს შემდეგაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ბიტკოინი 12%-ით გაუფასურდა. კრიპტოვალუტის კურსი 18 თვიან მინიმუმზეა და $23 300 შეადგენს.
მეორე ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა Ethereum 18%-ით დაეცა $1 176 -მდე, რაც 2021 წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
„ბოლო რამდენიმე კვირაა, კრიპტოვალუტის ბაზრები მკვეთრად დასუსტდა, რადგან მზარდმა საპროცენტო განაკვეთებმა და ინფლაციამ აიძულა ინვესტორები დაეტოვებინათ სარისკო აქტივები ფინანსურ ბაზრებზე“, - წერს Reuters.