ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ II ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაში მეორეა. ამის შესახებ ტელეარხი Sky News იუწყება.
ბრიტანეთის დედოფალმა, ამ სიაში მმართველობის ხანგრძლივობით ტაილანდის მეფე პუმიპონ ადულიადეტს გაუსწრო, რომელიც სახელმწიფოს 70 წელი და 126 დღის განმავლობაში მართავდა. აბსოლუტური რეკორდისთვის ელისაბედ მეორეს მმართველობისთვის 2 წელზე ცოტა ნაკლები სჭირდება.
ამ დროისთვის, ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მონარქების სიაშია საფრანგეთის მეფე ლუდოვიკ XIV (1638-1715). ის საფრანგეთს 72 წელი და 110 დღე მართავდა. 2015 წელს ელისაბედ II-ემ, დედოფალი ვიქტორიას (1819-1901 წლები) რეკორდი დაძლია.