"2022 წლის 14 ივნისს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.
"აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 54 000 000 ლარი.
მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 10.350 პროცენტით, მაქსიმალური 10.400 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.390 პროცენტით განისაზღვრა", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.