თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ახლო აღმოსავლეთში პირველი მოგზაურობის თარიღები გამოაცხადა. 13-დან 16 ივლისამდე ტურნე ისრაელს, დასავლეთ სანაპიროს და საუდის არაბეთს მოიცავს.
„მისი პირველი გაჩერება იქნება ისრაელი, ეს იქნება პრეზიდენტ ბაიდენის პირველი ვიზიტი ამ ქვეყანაში. ეს ხდება ისრაელში მისი პირველი ვიზიტიდან თითქმის 50 წლის შემდეგ“, - ამბობს ოფიციალური პირი მედიასთან.
პრეზიდენტის ვიზიტის განრიგის შესახებ, თეთრი სახლის სპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი ისრაელის ლიდერებს შეხვდება, რათა ისრაელის უსაფრთხოება, კეთილდღეობა და ფართო რეგიონში მისი მზარდი ინტეგრაცია განიხილონ.
ისრაელში მოლაპარაკებების შემდეგ, პრეზიდენტი დასავლეთ სანაპიროზე, პალესტინაში გაემგზავრება, რათა პრეზიდენტ მაჰმუდ აბასს და პალესტინის სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდეს. დასავლეთ სანაპიროზე ვიზიტის შემდეგ, ბაიდენი გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს სამიტს დაესწრება. ჯედაში პრეზიდენტის მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ბაიდენი თავის კოლეგებთან ერთად ორმხრივ, რეგიონულ და გლობალურ საკითხებს განიხილავს.