კორონავირუსის ახალი შტამი უკვე 33-ზე მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი შტამი, რომელიც პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა, უკვე მსოფლიოს 33-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. - ამის შესახებ ინფორმაციას NewYorktimes-ი ავრცელებს.

ბრიტანეთის გარდა, ვირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა შემდეგ ქვეყნებში: შეერთებული შტატები, თურქეთი, ავსტრალია, ბელგია, ბრაზილია, კანადა, ჩილე, ჩინეთი, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია , ისლანდია, ინდოეთი, ირლანდია, ისრაელი, იტალია, იაპონია, იორდანია, ლიბანი, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პაკისტანი, პორტუგალია, სინგაპური, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია და არაბთა გაერთიანებული საემიროები, აგრეთვეა ტაივანი. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ახალი შტამი დაფიქსირდა სამხრეთ აფრიკაშიც.

ვირუსის ახალი შტამის გავრცელება, ძირითადად, ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორიას უკავშირდება. როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამი საგანგაშო არ არის.

გავარცელებული ინფორმაციით, Covid-19-ის ახალი შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება. ბრიტანეთმა ახალი შტამის აღმოჩენის შესახებ განცხადება 8 დეკემბერს გააკეთა.

ახალი შტამის აღმოჩენის შემდეგ, რამდენიმე ქვეყანამ ბრიტანეთთან მიმოსვლა აკრძალა, თუმცა, ევროკავშირმა ქვეყნებს მოუწოდა, შეზღუდვები გაემარტივებინათ.