"უკრაინის, მოლდოვას რესპუბლიკისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით რუმინეთის პოზიციაა, რომ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიენიჭოს", - ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
კლაუს იოჰანისის განცხადებით, რუმინეთი მიიჩნევს, რომ სამი ქვეყნისთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს. რუმინეთის პრეზიდენტი ამას ზნეობრივად, ეკონომიკურად და უსაფრთხების თვალსაზრისით სწორ გადაწყვეტილებად მიიჩნევს.
„მოსალოდნელია, რომ გადაწყვეტილების მიღება მიმდინარე თვის ბოლომდე მოხდება. ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსი უნდა მიენიჭოს რაც შეიძლება მალე, ეს არის სწორი გადაწყვეტა მორალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების თვალსაზრისით“, - აღნიშნა იოჰანისმა.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.