თელავში აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირების დროს დაკავებული მოძრაობა „საქართველოს“ წევრი გივი ცინცაძე, ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მას პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებოდნენ, მომხდარზე გამოძიება ადმინისტრაციული კოდექსით დაიწყო.
დღეს თელავის პოლიციის შენობასთან კარვების გაშლის მცდელობისას, პოლიციამ სამოქალაქო აქტივისტი დააკავა.
აქციის მონაწილეები 1 იანვარს მომხდარი შემთხვევის დროულად გამოძიებას და ინცინდენტისთვის ტერორისტული აქტის კვლიფიკაციის მინიჭებას მოითხოვდნენ.
1 იანვარს, თელავის თეატრის წინ გაშლილი აქტივისტების კარავში ორი პირი ავტომანქანით შეღწევას შეეცადა, რა დროსაც კარავი დაზიანდა. აქციის მონაწილეების თქმით, ინციდენტის დროს მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა.
ამ დროისთვის ადგილზე ვითარება უკვე განმუხტულია. მანამდე აქტივისტებმა გზის გადაკეტვაც სცადეს.
აქციის მონაწილეების თქმით, მორიგი აქციას ჯერ პროკურატურასთან, შემდეგ კი თელავის საკრებულოსთან გამართავენ.
.