ვიეტნამში კორონავირუსის ახალი შტამი დაფიქსირდა. აღნიშულ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
ვირუსის ახალი შტამი 44 წლის ქალს დაუფიქსირდა, რომელიც დიდი ბრიტანეთიდან ვიეტნამში 22 დეკემბერს დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის ახალი შტამი პირველად ბრიტანეთში დაფიქსირდა. ამჟამად ვირუსის ახალი შტამი 33-ზე მეტ ქვეყანაშია გავრცელებული.