საქართველოს ეროვული ბანკის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის იანვარ-მაისში საქართველომ საერთაშორისო მოგზაურებიდან $841 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო. ყველაზე დიდი შემოსავალი მაისში დაფიქსირდა, როდესაც ქვეყანაში 319,000-მა ვიზიტორმა $258 მილიონი დოლარი დახარჯა.
საქართველოში ტურისტების მიერ გაწეული დანახარჯებით, პირველ ადგილზეა რუსეთის ფედერაცია. ჯამურად, რუსებმა წელს საქართველოში $150 მილიონი დოლარი დახარჯეს. მეორე ადგილზეა ბელარუსი ვიზიტორები (მიგრანტები), რომლებმაც წელს საქართველოში 94.6 მილიონი დახარჯეს.
2022 წელის იანვარ-მაისში საქართველომ 1 მილიონი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, მათი დანახარჯები ქვეყნების მიხედვით ასე ნაწილდება:
1) რუსეთი - $150.4 მილიონი დოლარი;
2) ბელორუსი - $94.6 მილიონი დოლარი;
3) ევროკავშირი (27 ქვეყანა) - $90.3 მილიონი დოლარი;
4) უკრაინა - $82.2 მილიონი დოლარი;
5) თურქეთი - $80.8 მილიონი დოლარი;
6) ისრაელი - $79.1 მილიონი დოლარი;
7) აზერბაიჯანი - $30.6 მილიონი დოლარი;
8) სომხეთი - $30.0 მილიონი დოლარი;
9) საუდის არაბეთი - $24.6 მილიონი დოლარი;
10) ირანი - $22.7 მილიონი დოლარი;
დანარჩენი ქვეყნები - $155.7 მილიონი დოლარი.
ეკონომიკა
ახალი ამბები
ყველაზე მეტი ვიზიტორი იანვარ-მაისში რუსეთიდან და ბელორუსიდან შემოვიდა
europetime 2022-06-16 14:29:00ფოტოს წყარო: Google