ისრაელი მოწინავე ქვეყანაა მსოფლიოში, კორონავირუსის ვაქცინით აცრის მაჩვენებლით. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მოსახლეობის 12%-მა პროცენტმა უკვე გაიკეთა.
სტატისტიკის თანახმად ისრაელში ყოველ 100 კაცზე 11,55 დოზაა გაკეთებული, მეორე ადგილზეა ბაჰრეინი 3,49 დოზით, ხოლო მესამეზე- 1,47 აცრილი ადამიანით, დიდი ბრიტანეთი არის.
ვაქცინაცია ისრაელში 19 დეკემბერს დაიწყო და დღეში 150,000-ზე მეტ მოსახლეს უტარდება, ვაქცინაციისას 60 წელს გადაცილებულ პირებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და პირებს თანმხლები დაავადებებით, უპირატესობა ენიჭებათ.
ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ქვეყანამ შესაძლოა პანდემია უკვე თებერვლისთვის დაძლიოს.
ამ ეტაპზე, ქვეყანა უკვე მესამედ არის კარანტინის ქვეშ.
კოვიდვაქცინით აცრილი ისრაელის მოქალაქეები, მწვანე პასპორტს მიიღებენ.