Coca-cola რუსეთში პროდუქციის გაყიდვას შეწყვეტს

რუსეთში Coca-cola-ს და სხვა სასმელების წარმოება და გაყიდვა ამ კომპანიის კუთვნილი ბრენდებით შეჩერდება. ამის შესახებ Reuters-ი კომპანიის განცხადებაზე დაყრდნობით წერს.

Coca-cola-ს ცნობით, ეს პროდუქციის არსებული მარაგების ამოწურვის შემდეგ მოხდება.

კომპანია Coca-Cola-მ უკრაინაში ომის გამო რუსეთში ბიზნესის შეჩერების შესახებ განაცხადა. მაისში, კომპანიის მენეჯმენტმა თქვა, რომ რუსეთში ბიზნესი "სრულიად გაქრება", თუ უკრაინაში ომი გაგრძელდება.