ისრაელის პრემიერის, ბენიამინ ნათანიაჰუს თქმით, ქვეყანამ შესაძლოა პანდემია უკვე თებერვლისთვის დაძლიოს.
ბენიამინ ნათანიაჰუ, ქვეყანაში ვაქცინაციის პარალელურად, წინასაარჩევნო კამპანიას მართავს, მისი ვარაუდით ისრაელმა შესაძლოა ვირუსი მომავალ თვემდე დაძლიოს.
ვაქცინაცია ისრაელში 19 დეკემბერს დაიწყო და დღეში 150,000-ზე მეტ მოსახლეს უტარდება, ვაქცინაციისას 60 წელს გადაცილებულ პირებს, ჯანდაცვის მუშაკებსა და პირებს თანმხლები დაავადებებით, უპირატესობა ენიჭებათ.
ისრაელში მილიონ მოსახლეზე მეტი ადამიანი აიცრა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით.