მოლდოვას მნიშვნელოვანი რეფორმები ექნება განსახორციელებელი და თუ ლიდერები სწორ გზაზე დარჩებიან, ქვეყანას აქვს პერსპექტივა, რომ ეს მოთხოვნები დააკმაყოფილოს, - ამის შესახებ შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრიუსელში, გამართულ ბრიფინგზე განაცახადა.
„მოლდოვის შემთხვევაში ჩვენი შეფასება იმავე მიმართულებით წავიდა როგორიც უკრაინის შემთხვევაში იყო, აქაც ვიძლევით რეკომენდაციას, რომ მოლდოვას მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი. მათ ექნებათ განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები, ახლო წარსულში მოლდოვამ გადამწყვეტი ნაბიჯები გადადადგა რეფორმების მიმართულებით, მკაფიო მანდატი ჰქონდა მინიჭებული მოსახლეობის მხრიდან“, - აღნიშნა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შეგახსენებთ, 17 ივნისს ევროკომისიის დასკვნა გახდა ცნობილი. ევროკომისიის რეკომენდაცია, რომ უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიენიჭოთ პირობებით, საქართველოს - ევროპული პერსპექტივა და პირობები კანდიდატის სტატუსამდე. უფრო დეტალურად დოკუმენტს, ამ ბმულზე გაეცანით.
ცნობისთვის, 28 თებერვალს, ევროკავშირის წევრობაზე დაჩქარებული წესით განაცხადი უკრაინამ ომის ფონზე გააკეთა. ამის შემდეგ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადის დაჩქარებული წესით გაკეთების გადაწყვეტილება საქართველომაც მიიღო. 3 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შესაბამის დოკუმენტს ხელი მოაწერა. ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებაზე განაცხადი 3 მარტს მოლდოვამაც წარადგინა.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შევსებული კითხვარის მეორე ნაწილი ევროკავშირის ელჩს კარლ ჰარცელს 10 მაისს გადასცა.