ბიტკოინმა $30 ათასიანი ზღვარი პირველად გადალახა

ვირტუალური ვალუტა Bitcoin-ი აგრძელებს რეკორდულ სვლას, მისი ღირებულება ბოლო 24 საათის განმავლობაში 14,07%-თ გაიზარდა და 33,995.51 დოლარს მიაღწია.

Bitcoin-ი ერთი წლის წინ ანალოგიურ პერიოდში- 7,300 დოლარად ივაჭრებოდა, წლის განმავლობაში რამდენიმეჯერ ფასის მატებისა და კლების ფონზე, ის ისტორიულ მაქსიმუმზეა.

Bitcoin-ი 2020 წლის დეკემბრის მეორე ნახევრიდან გაძვირდა. 16 დეკემბერს კრიპტოვალუტის ფასმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და $20 042 შეადგინა.