გიორგი მამარდაშვილი UEFA-ს 50 რჩეულ ახალგაზრდას შორის დასახელდა

გიორგი მამარდაშვილი UEFA-ს 50 რჩეულ ახალგაზრდათა შორის დასახელდა.

"გიორგი მამარდაშვილმა, რომელიც უკვე არის 21 წლამდე საქართველოს ნაკრების ძირითადი მეკარე, კარგი რეპუტაცია მოიპოვა უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებში შთამბეჭდავი თამაშით"- ნათქვამია UEFA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

19 წლის გიორგი მამარდაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ მეკარეა.

საქართველოს ეროვნული ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდის მიხედვით, მამარდაშვილი, წლის საუკეთესო მეკარედ 2020 წლის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა.