აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტში ყირგიზეთიც ჩაერთო.
როგორც ცნობილია, მულტიმოდალური სავაჭრო დერეფანი, სარკინიგზო გზით დააკავშირებს ჩინეთს, ყირგიზეთს, უზბეკეთს, თურქმენეთს, აზერბაიჯანს, თურქეთს, საქართველოსა და ევროპას.
პროექტის ფარგლებში, საქონლის უმეტესი ნაწილის მიწოდება ჩინეთიდან, საკონტეინერო მატარებლებით სარკინიგზო გზით იგეგმება. პირველ ეტაპზე განიხილება ამ მარშრუტზე ერთი მატარებლის მოძრაობა, რომელიც 44 საკონტეინერო ვაგონისგან შედგება.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ამ დროისთვის მულტიმოდალური სავაჭრო დერეფნის პროექტის ფარგლებში, ყირგიზეთ-ჩინეთის საზღვარზე გზის მონაკვეთი, ირკეშტამის საგუშაგოდან ოშშის სადგურამდე და რკინიგზის მონაკვეთი ოSშის სადგურიდან უზბეკეთის საზღვრამდე განიხილება.
დერეფნის პროექტში მონაწილე ქვეყნების შემდეგი შეხვედრა, ყირგიზეთის დედაქალაქში 2022 წლის 29 ივნისს არის დაგეგმილი. როგორც მედია წერს, აზერბაიჯანის, თურქმენეთის, უზბეკეთის, თურქეთისა და საქართველოს წარმომადგენლებმა დელეგაციების სია უკვე გაგზავნეს.