დღეიდან ბუნებრივი გაზის ტარიფი ძვირდება არასაყოფაცხოვრებო (კომერციული) მომხმარებლებისთვის (გარდა პურის საწარმოებისა). „თბილისი ენერჯი“- ის თანახმად, 1 კუბური მეტრის ფასი 1.10 ლარი იქნება, დამატებული ღირებულების გადასახადის ჩათვლით. დღეისთვის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 86 თეთრია.
„თბილისი ენერჯი“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის ფასი არ ძვირდება საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, რომელიც 1 კუბურ მეტრზე 0,461374 ლარს შეადგენს და დადგენილია სემეკ-ის მიერ.
„ბოლო წლებში ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილებამ აშშ დოლართან მიმართებით, სერიოზული პრობლემები შექმნა დედაქალაქის უწყვეტი გაზმომარაგების საკითხში, ვინაიდან კომპანია ბუნებრივი გაზის შესყიდვას ახორციელებს აშშ დოლარში, ხოლო მომხმარებლებთან ბუნებრივი გაზის მიწოდებისას ანგარიშსწორებას ახდენს ლარში ფიქსირებული ფასით."- არის ის მიზეზი, რომელსაც ასახელებს კომპანია, ტარიფის მომატებისთვის.
თბილისსა და რეგიონებში დენი გაძვირდა.