საქსტატის მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში ავოკადოს იმპორტი 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 130%-ით გაიზარდა.
ძვირფასი ხილის მთავარი მომწოდებლები არიან ნიდერლანდები და თურქეთი. თუ მანამდე მიწოდებაში ნიდერლანდები ლიდერობდა 2022 წლის პირველ კვარტალში იმპორტირებული ავოკადოს 50%-ზე მეტი საქართველოს თურქეთმა მიაწოდა. შედეგად, ქვეყანაში, ამ ხილის იმპორტი 5-ჯერ გაზარდა.
აპრილში საქართველოში 71 ტონა ავოკადო იმპორტირდა, რაც ასევე 130%-ით მეტია 2021 წლის აპრილთან შედარებით. EastFruit-ის ანალიტიკოსები ავოკადოს პოპულარობის სწრაფ ზრდას საქართველოში უცხოელი ვიზიტორების მატებას უკავშირებენ, რომლებიც ამ ხილს იცნობენ და უყვართ.