ჩრდილო-დასავლეთ საფრანგეთში საახალწლო უკანონო წვეულება პოლიციამ მისი დაწყებიდან დაახლოებით 36 საათში დაარბია.
1 200 ადამიანზე მეტი დაჯარიმდა, წვეულებაზე დასწრების, პიბადის არგაკეთებისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის,ხოლო ხუთი ადამიანი დააკავა პოლიციამ, წინააღმდეგობის გაწევისთვის.
ადგილობრივი ჟანდარმერიის თქმით, მათ წვეულების რამდენიმე მონაწილე დაუპირისპირდათ, პოლიციის ერთი მანქანაც კი დაწვეს და სამართალდამცველების მიმართულებით ბოთლებსა და ქვებს ისროდნენ, რის შედეგად რამენიმე პოლიციელმა მსუბუქი დაზიანება მიიღო.