წალენჯიხის სოფლებში სქურსა და მედანში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

წალენჯიხის სოფლებში სქურსა და მედანში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

რჩება ერთი კერა სოფელ სქურის ტყეში. ადგილზე მობილიზებულია 15 კაციანი მაშველთა ცოცხალი ძალა, რადგან ტერიტორია სადაც ხანძარი გაჩნდა რთული რელიეფური მდებარეობის გამო ტექნიკისთვის არის მიუვალი.

ხანძარი დაუსახლებელ პუნქტშია და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, ხანძარი მოსახლეობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს. ხანძრის შედეგად მედანში დამწვარია დაახლოები 2 ჰექტარის ფართობი , ხოლო სოფელ სქურში დაახლოებით ნახევარი ჰექტარი ფართობი. ცეცხლი ძირითაად ტყის ფოთლოვან ნაწილს და ეკალ-ბარდებს ეკიდა.

წალენჯიხის სოფლებში სქურსა და მედანში მდებარე ტყეებში ცეცხლი გუშინ საღამოს საათებში გაჩნდა, თუმცა ცეცხლის კონკრეტული ადგილები ერთმანეთისგან არის საკმაოდ დაშორებული, თუ რამ გამოიწვია ხანძარი უცნობია. ერთ-ერთ ვერსიად დაუდევრობა სახელდება.