უკრაინას შეუძლია, ელოდოს, რომ მიიღებს საჭირო მხარდაჭერას, სანამ ეს საჭირო იქნება". ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა 18 ივნისს გერმანიის საინფორმაციო სააგენტო Dpa-სთან ინტერვიუში განაცხადა.
შოლცის თქმით, მას სურს, გამოიყენოს მომავალი კვირის შეხვედრა G7-ის ლიდერებთან ბავარიაში, უკრაინის მხარდაჭერტის გრძელვადიანი პერსპექტივების განსახილველად.
მისივე თქმით, პუტინი იმედოვნებს, რომ ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, როგორც კი საკმარის მიწას დაიპყრობს და საერთაშორისო საზოგადოება ჩვეულ საქმიანობას დაუბრუნდება, თუმცა გერმანიის კანცლერის შეფასებით, ეს ილუზიაა.
შოლცის თქმით, მან და მისმა კოლეგებმა საფრანგეთიდან, იტალიიდან და რუმინეთიდან 16 ივნისს კიევში ვიზიტის დროს პრეზიდენტ ზელენსკისთან განიხილეს უკრაინისთვის იარაღის, კონკრეტულად, საბრძოლო მასალისა და არტილერიის მიწოდების საკითხი.