ბრიჯიტ ბრინკის თქმით, აშშ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას, სანამ ეს უკრაინას დასჭირდება

შეერთებული შტატები განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც ეს უკრაინას დასჭირდება. ამის შესახებ შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში ბრიჯიტ ბრინკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის. ეს მართლაც მნიშვნელოვანია ამერიკისთვის, რადგან, როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, ეს არის ზნეობრივად აღმაშფოთებელი, არაპროვოცირებული, გაუმართლებელი თავდასხმა სუვერენულ ერზე“, - განაცხადა ბრინკმა.

ელჩის შეფასებით, ამერიკის სასიცოცხლო ინტერესშია ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება, რადგან ეს არის ის, რაც უკრაინას სცილდება.