საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, 2022 წლის I კვარტალში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 14.9% შეადგინა, ხოლო მშპ-ის დეფლატორი 8.7%-ით გაიზარდა.
საქსტატის ცნობით, აღნიშნულ პერიოდში მშპ-ის მოცულობა მიმდინარე ფასებში 14,354 მლნ ლარს გაუტოლდა.
ეკონომიკის რომელი დარგები გაიზარდა 2022 წლის პირველ კვარტალში:
- ტრანსპორტი და დასაწყობება (29.4%),
- ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (54.7%),
- ხელოვნება, გართობა და დასვენება (47.9%),
- განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობები (70.3%),
- საბითუმო და საცალო ვაჭრობა (8.9%),
- დამამუშავებელი მრეწველობა (13.2%),
- ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (18.8%),
- განათლება (18.2%),
- უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (7.4%),
- ინფორმაცია და კომუნიკაცია (21.1%),
- მშენებლობა (7.3%),
- სამთომოპოვებითი მრეწველობა (24.9%).
საქსტატის მონაცემებით, მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა - ვაჭრობა (14.8%) და დამამუშავებელი მრეწველობა (12.0%). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (10.1%), სახელმწიფო მმართველობა (7.3 პროცენტი), მშენებლობა (7.1%), ტრანსპორტი და დასაწყობება (6.3%), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (5.6%), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (5.5%).
ცნობისათვის, დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის 15 ნოემბერს გამოაქვეყნებს.