დიმიტრი აბდუშელიშვილი: სად გვინდა? იქ, სადაც ჩვენი შვილების მომავალია, განათლება განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ

ბიზნესმენის და მეცენატის, დიმიტრი აბდუშელიშვილის შეფასებით, ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ.

„ოდესმე თუ სადმე მინდოდა ცხოვრება, ეს ჩემი ქვეყანა იყო. მთელი მსოფლიო მაქვს მოვლილი, დიდხანს მიცხოვრია უცხოეთშიც მაგრამ, ჩემი მთავარი სახლი მაინც სულ საქართველოში იყო... ამ ჩვენს მშვენიერ ქვეყანას ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ მაგარი ქვეყანა იყოს, ჩვენი ნიჭიერი ხალხი კი ბედნიერი, რეალიზებული, დასაქმებული და არა სხვისი ხელის შემყურე...არადა ამისკენ მიმავალი გზა სწორედ ევროპისკენ მიმავალ გზაზე გადის.
დღეს უპატიებელი იქნება, გზები აგვერიოს...საქართველოს ისტორია, რომელიმე პარტიის ისტორიით არ იწყება და არ მთავრდება, არც ყავლგასული ვაი პოლიტიკოსებით, რომლებიც ხელისუფლებაში მოსასვლელად ყველაფერზე მზად არიან. ამიტომ ახალგაზრდა, გაუსვრელ მომავალ თაობას გაუმარჯოს და მათ არჩევანს. საქართველოს ხალხის არჩევანს. ყველაზე დიდი კავშირი ესაა, როცა ვინმეს უკავშირდები ფასეულობებით და ღირებულებებით, ჩვენ სხვა თავსმოხვეულმა კავშირებმა, რომლებიც არ აგვირჩევია, ისედაც დაგვწია უკან, ხოდა ახლა, როცა ჩვენს არჩევანზეა დამოკიდებული, სად გვინდა და რა გვინდა, პასუხი ცალსახაა: ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი, განათლება, განვითარება, ღირსეულ ხალხთა შორის ღირსეული ადგილი, ამიტომ #ევროპისკენ.

P.S. მამა ერთ-ერთი იყო, ვისაც ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე. მე მგონია, იმ ემოციების და გზის ლოგიკური გაგრძელებაა ჩვენი ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი“, - აღნიშნავს დიმიტრი აბდუშელიშვილი.