უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

გავრცელებული ცნობებით, ქართველი მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომინაძე ავდეევკის მიმართულებაზე საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ, ისინი ქართული სპეცდანიშნულების რაზმის "შავი არწივის" მებრძოლები იყვნენ.


"ავდეევკის მიმართულებაზე საბძოლო მოქმედებების შედეგად დაიღუპნენ ქვედანაყოფი შავი არწივის მებრძოლები დავით გოგაძე და ბესო ლომიძე ქვედანაყოფი შავი არწივი ოჯახებს უსამძიმრებს ამ დიდი დანაკარგს.

ბრძოლა გრძელდება სისხლის ბოლო წვეთამდე, ბოლო ამოსუნთქვამდე!!!!"- წერია "შავი არწივის" განცხადებაში.

6 მაისს ავდეევკის მიმართულებაზე „შავი არწივის“ კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, სოსო გუგუტაშვილი დაიღუპა.