აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის საზღვარზე, აზერბაიჯანის არმიის პოზიციების მორიგი დაბომბვის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ თურქული მედია წერს.
გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ლაჩინისა და იელიჯ კალბაჯარის რაიონებში, მინკენდის დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
დაძაბულობა 21 ივნისის დილამდე გაგრძელდა.
სამინისტრომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანულმა მხარემ „მიიღო ადეკვატური ზომები“. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
2022 წლის მარტში, ყარაბაღში დაძაბულობის ფონზე ილჰამ ალიევი და ნიკოლ ფაშინიანი ბრიუსელში შეხვდნენ.
2020 წლის შემოდგომაზე სომხეთსა და აზებაიჯანს შორის მთიან ყარაბაღში ომი დაიწყო. აზერბაიჯანმა ამ ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავა. მხარეთა შორის მოლაპარაკებებში რუსეთი ჩაერთო, შემდეგ კი მთან ყარაბაღში სამშვიდობო კონტიგენტი გაგზავნა.