საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით (IGB), ბულგარეთს აზერბაიჯანული გაზი სატესტო რეჟიმში მიეწოდება. ამის შესახებ კომპანია ICGB AD აცხადებს.
- ბულგარეთმა რუსული გაზი აზერბაიჯანულით ჩაანაცვლა
- ბულგარეთი აზერბაიჯანულ გაზს, სავარაუდოდ, აგვისტოდან მიიღებს
„ჩვენ დავიწყეთ გაზის რეალური ნაკადების სატესტო მიწოდება, თუმცა ეს არის კომერციული ექსპლუატაცია“, - აცხადებენ კომპანიაში.
ბულგარეთმა და აზერბაიჯანმა „შაჰ-დენიზი2“-ის საბადოდან ერთი მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღებაზე ხელშეკრულება გააფორმეს. ბულგარეთმა საბერძნეთი-ბულგარეთის ინტერკონექტორით გაზის ეს მოცულობა უნდა მიიღოს. გაზსადენის სიმძლავრეა 3 მილიარდი კუბური მეტრი, რაც შესაძლოა, 5 მილიარდამდე გაიზარდოს.
ცნობისათვის, ბაქო, აზერბაიჯანულ გაზს ევროპას - იტალიას, საბერძნეთსა და ბულგარეთს - 2020 წლის 31 დეკემბრიდან აწვდის TAP გაზსადენით. თუმცა, ურთიერთდაკავშირების არარსებობის გამო, ბულგარეთში განკუთვნილი მოცულობები დაგეგმილზე ოთხჯერ ნაკლები იყო.
მიმდინარე წლის აპრილში რუსულმა სახელმწიფო კონცერნმა „გაზპრომმა“ მთლიანად შეაჩერა გაზის მიწოდება ბულგარეთსა და პოლონეთს. ოფიციალურმა სოფიამ „გაზპრომთან“ ყველა კონტრაქტის გადახედვის შესახებ განაცხადა. მათ შორის რუსული გაზის ტრანზიტზე სერბეთსა და უნგრეთში. „ცალმხრივი შანტაჟი მიუღებელია“, - განაცხადა ბულგარეთის პრემიერ-მინისტრმა კირილ პეტკოვმა. იმავდროულად, 31 მაისს „გაზპრომმა“ დაადასტურა, რომ მთლიანად შეაჩერა ნედლეულის მიწოდება ნიდერლანდებშიც.
1-ელი აპრილიდან რუსეთის ხელისუფლება „არამეგობრული ქვეყნებისგან“ რუსული რუბლით გაზის მიწოდების ანგარიშსწორებას ითხოვს. ამისთვის უცხოელმა მყიდველებმა ანგარიში „გაზპრომბანკში“ უნდა გახსნან. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუბლით გადახდაზე უარის თქმის შემთხვევაში „არსებული კონტრაქტები შეწყდება.
ლიეტუვა ევროკავშირში პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც დაახლოებით ერთი თვის წინ გამოაცხადა ამ გადაწყვეტილების შესახებ. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, რუსეთის წინააღმდეგ სრულ ნავთობემბარგოზე ვერ შეთანხმდნენ.