ისრაელის მმართველმა კოალიციამ გამოაცხადა, რომ მომავალ კვირას პარლამენტს, ქნესეტს დაითხოვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მთავრობა დაიშლება და ქვეყანაში სამი წლის განმავლობაში, არჩევნები უკვე მეხუთედ ჩატარდება.
პრემიერ-მინისტრის, ნაფტალი ბენეტის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კოალიციის სტაბილიზაციის მცდელობები ამოწურულია და მისი მთავრობა, რომელიც რვა იდეოლოგიურად განსხვავებული პარტიისგან შედგება, პარლამენტის დათხოვნის მიზნით, კანონპროექტს მომავალ კვირას წარადგენენ.
თუ პარლამენტი დოკუმენტს დაამტკიცებს, ახალი არჩევნები დაინიშნება და ვადამდელ არჩევნებამდე პრემიერ-მინისტრის მოვალეობას საგარეო საქმეთა მინისტრი იაირ ლაპიდი შეარულებს.